ჩვენს შესახებ

ჩვენ ვართ კომპანია ,,არტტექსი“, 2005 წელს პირველი ნაბიჯები გადავდგით სამშენებლო სფეროში.

ინოვაციურმა მიდგომებმა და წლების განმავლობაში განხორციელებულმა არაერთმა პროექტმა შექმნა ,,არტტექსი“, როგორც ხარისხსა და განვითარებაზე ორიენტირებული, მრავალფუნქციური, სანდო, მზრუნველი და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია.

2019 წელს რებრენდინგის შემდეგ, ახალი შემადგენლობით გავაგრძელეთ საქმიანობა და მკაფიოდ ჩამოვაყალიბეთ პოზიცია სამშენებლო ბაზარზე. დღეს ჩვენს მთავარ საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო, სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2021 წელს მოვიპოვეთ ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სერთიფიკატი, რომელიც ხაზს უსვამს სანდოობას ხარისთან მიმართებაში.

ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაა ჯანსაღი გარემოს შექმნა მომავალი თაობისთვის, რაც ჩვენი მხრიდან გამოიხატება ხელოვნების, განათლების, სპორტის განვითარების ხელის შეწყობითა და ნიჭიერი ახალგაზრდების დასაქმებით.

მისია

ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს კარგად აქვს გათვიცნობიერებული თავისი მოვალეობა.საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, სიყვარულით,შრომითა და არდანებებით გვჯერა,რომ მოვიპოვებთ საზოგადოების ნდობას და ჩვენს წვლილს შევიტანთ სამშენებლო,სარესტავრაციო სფეროში.ამასთან ერთად ვცდილობთ,მივყვეთ საერთაშორისო სტანდარტებს და გავცვალოთ გამოცდილებები უცხოელ კოლეგებთან,რათა მუდმივად განვითარდეთ.სწორედ ეს არის ჩვენი მისია და მხოლოდ ამ მიდგომით მივაღწევთ დასახულ მიზნებს.

მიზანი

•ქვეყნის აღმშენებლობაში წვლილის შეტანა

•თანამედროვე,საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კომპანიის ჩამოყალიბება

•მომხმარებლის ნდობის მოპოვება

•შეკვეთის მაღალი ხარისხით დათქმულ ვადებში შესრულება

•ქართული, ხარისხიანი პროდუქციის წარმოება

•კვალიფიციური კადრების მოზიდვა და განვითარება

•სამუშაო ადგილების შექმნა

•სოციალური პროექტების მხარდაჭერა

 

 

 

 

ჩვენი გუნდი