23 აპრილს "არტტექსში" ISO 9001:2015 სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. სერტიფიკატი კომპანიას Bureau Veritas-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბარიშ ატაელმა გადასცა და განაცხადა: "მიუხედავად გლობალური პანდემიისა, „არტტექსმა“ წარმატებით გაართვა თავი დასახულ ამოცანებს და მშენებლობის, რესტავრაციის, რეაბილიტაციის და რეკონსტრუქციის მიმართულებით სრულად აკმაყოფილებს ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებით მოთხოვნილ კრიტერიუმებს". როგორც „არტტექსის“ გენერალურმა დირექტორმა რამაზ ძნელაძემ აღნიშნა - „ეს იყო ცვლილებებისა და ახალი გამოწვევების საინტერესო პროცესი და განსაკუთრებით ვამაყობთ ხარისხის სერტიფიკატის მიღებით, რომელიც ჩვენი საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მტკიცებულებაა.“