რესტავრაცია და რეაბილიტაცია

რაიმეს პირველადი ან მასთან მიახლოებული სახით აღდგენა წარმოადგენს რესტავარია-რეაბილიტაციას. შენობა-ნაგებობის დაზიანების გამომწვევი მიზეზი უამრავი რამ შეიძლება გახდეს, ეს შესაძლოა იყოს დრო ან გარემო-ფაქტორები, როგორიცაა წვიმა, ნესტი და ა.შ. სარესტვრაციო სამუშაოების განხორციელება შესაძლებელია მთლიან  შენობა-ნაგებობასა თუ მის შემადგენელ ნაწილებზე.

ჩვენ გასულ წლებში  განხორციელებული გვაქვს  სხვადასხვა ობიექტებზე სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, ყველა პროექტი თავის მხრივ არის გამორჩეული, თუმცა როდესაც შეხება გვაქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობასთან ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ერთი-ორად უფრო იზრდება, რადგან ჩვენს უმთავრეს მიზანს წარმოადგენს იმ ავთენტურობის შენარჩუნება, რომელიც წლების და საუკუნეების განმავლობაში არსებობდა თავისი უდიდესი ისტორიით. ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი, შრომატევადი და საფრთხილოა. სამუშაოში გარდა არქიტექტორ-ინჟინერისა და კონსტრუქტორის ჩართულია ჩვენი პროფესიონალებით სავსე გუნდი, რომელიც შედგება: მხატვრებით, მოქანდაკეებით, ისტორიკოსებით.