დეტალები არქიტექტურაში

 დეტალებს დიდი მნიშვნელობა აქვს არქიტექტურაში საზოგადოებასთან კომუნიკაციისათვის, არქიტექტურასთან ურთიერთობა კი გავს ადამიანთან კომუნიკაციას რადგან, თავდაპირველ შეხედულებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და როგორც წესი ვაკვირდებით დეტალებს. ასევეა არქიტექტურასთან, როდესაც პირველად ვხვდებით შენობებს, ისინი თავიანთი ელემენტებით ამყარებენ კომუნიკაციას ჩვენთან, გადმოგვცემენ იმ აზრსა და განცდას, რომელიც არქიტექტორმა პროექტირებისას მიანიჭა.

 გარდა ვიზუალური კომუნიკაციისა, მნიშვნელოვანია ყველა წვრილმანის გათვლა. წარმოიდგინეთ არქიტექტორი, რომელიც საათობით ფიქრომს რა ფორმის დეტალი, მასალა ან ფერი დაიტანოს შენობაზე, ისე რომ ჰარმონიულად ჩაჯდეს ერთმანეთთან, იაზრებს ყოველდღიურ ცხოვრებისეულ დეტალებს, ითვალისწინებს უსაფრთხოების ყველა ნორმას რადგან, რაიმე საშიშროება არ შეუქმნას ადამიანს.

 არქიტექტურა და მისი დეტალები პირდაპირ კავშირშია ადამიანის კეთილდღეობასთან, უსაფრთხოებასთან და ასევე ბედნიერებასთან.