• მთავარი

  • რესტავრაცია-რეაბილიტაცია

  • წარმოება

  • არქიტექტურა და დიზაინი

ლითონის საამქრო

ობიექტზე სამუშაოების დაწყებამდე გვესაჭიროებოდა საფასადე ხარაჩოები და რადგანაც ჩვენ ვართ ორიენტირებული ხარისხზე, ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებასა და ორგანიზებულობაზე, გადავწყვიტეთ, რომ მოგვეწყო ის სივრცე, სადაც აიწყობოდა ლითონის კონსტრუქციის ევროპული სტანდარტების საფასადე ხარაჩოები და ასევე შესაძლებელი იქნებოდა ჭედური დეტალების, ვიტრაჟის, კიბის, აივნის, ჭიშკრის, ღიობების, რიკულებისა და გისოსების რესტავრაცია და ახლის შექმნა.

რა თქმა უნდა სამუშაოები მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით და ამ ყველაფერში ხელს გვიწყობს ISO-9001:2015 სერთიფიკატი, რომელიც ხაზს უსვამს კომპანია ,,არტტექსის” სანდოობას ხარისხთან მიმართებაში.

აღსანიშნავია რომ ჩვენს ლითონის საამქროში დასაქმებულები არიან პროფესიონალი მჭედლები და მაღალი კვალიფიკაციის შემდუღებლები. კომპანიის გაზრდასთან და განვითარებასთან ერთად იზრდება საამქროში სამუშაო ადგილები, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მზად ვართ მსხვილი დაკვეთების შესასრულებლად.

ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას დასახული მიზნებისკენ.

სახელწოდება ,,არტ-ტექსი“ ხელოვნებისა და ტექნოლოგიის სინთეზს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ძველი დროიდან დღემდე ორივე ცალ-ცალკე დიდ როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში. ხელოვნება გამოხატავს ადამიანის წარმოსახვასა და შემოქმედებას, ხოლო არქიტექტურაში ტექნოლოგია გვეხმარება ჩანაფიქრებისა და წარმოდგენების განხორციელებაში იმ ხელსაწყოების, პროცესებისა და მეთოდების ერთიანობით, რითაც სხვადასხვა საგნებს, ობიექტებს ვამზადებთ, თუნდაც რაიმეს წარმოების მიზნით. ჩვენც ამ იდეოლოგიით დავიწყეთ საქმიანობა, რათა ჩვენს ნამუშევრებში იკითხებოდეს ხელოვნებისა და ტექნოლოგიის სინთეზის შედეგი. რა თქმა უნდა ძალიან საფრთხილოა ორი განსხვავებული არსის გაერთიანება, მაგრამ სასურველ შედეგს აუცილებლად მივიღებთ მაშინ, როდესაც განვითარების პროცესი პროფესიონალების ხელში გაივლის. მხოლოდ პროფესიონალიზმი არ კმარა, საჭიროა არ დანებება, ახლის ძიება, გამოცდილების გამოყენება და თავდაჯერებულობა.

ხელოვნება და ტექნოლოგია
დეტალები არქიტექტურაში

 დეტალებს დიდი მნიშვნელობა აქვს არქიტექტურაში საზოგადოებასთან კომუნიკაციისათვის, არქიტექტურასთან ურთიერთობა კი გავს ადამიანთან კომუნიკაციას რადგან, თავდაპირველ შეხედულებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და როგორც წესი ვაკვირდებით დეტალებს. ასევეა არქიტექტურასთან, როდესაც პირველად ვხვდებით შენობებს, ისინი თავიანთი ელემენტებით ამყარებენ კომუნიკაციას ჩვენთან, გადმოგვცემენ იმ აზრსა და განცდას, რომელიც არქიტექტორმა პროექტირებისას მიანიჭა.

 გარდა ვიზუალური კომუნიკაციისა, მნიშვნელოვანია ყველა წვრილმანის გათვლა. წარმოიდგინეთ არქიტექტორი, რომელიც საათობით ფიქრომს რა ფორმის დეტალი, მასალა ან ფერი დაიტანოს შენობაზე, ისე რომ ჰარმონიულად ჩაჯდეს ერთმანეთთან, იაზრებს ყოველდღიურ ცხოვრებისეულ დეტალებს, ითვალისწინებს უსაფრთხოების ყველა ნორმას რადგან, რაიმე საშიშროება არ შეუქმნას ადამიანს.

 არქიტექტურა და მისი დეტალები პირდაპირ კავშირშია ადამიანის კეთილდღეობასთან, უსაფრთხოებასთან და ასევე ბედნიერებასთან.

ჩვენს შესახებ

ჩვენ ვართ კომპანია ,,არტტექსი“, 2005 წელს პირველი ნაბიჯები გადავდგით სამშენებლო სფეროში.

ინოვაციურმა მიდგომებმა და წლების განმავლობაში განხორციელებულმა არაერთმა პროექტმა შექმნა ,,არტტექსი“, როგორც ხარისხსა და განვითარებაზე ორიენტირებული, მრავალფუნქციური, სანდო, მზრუნველი და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია.

2019 წელს რებრენდინგის შემდეგ, ახალი შემადგენლობით გავაგრძელეთ საქმიანობა და მკაფიოდ ჩამოვაყალიბეთ პოზიცია სამშენებლო ბაზარზე. დღეს ჩვენს მთავარ საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო, სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2021 წელს მოვიპოვეთ ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სერთიფიკატი, რომელიც ხაზს უსვამს სანდოობას ხარისთან მიმართებაში.

ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაა ჯანსაღი გარემოს შექმნა მომავალი თაობისთვის, რაც ჩვენი მხრიდან გამოიხატება ხელოვნების, განათლების, სპორტის განვითარების ხელის შეწყობითა და ნიჭიერი ახალგაზრდების დასაქმებით.

გაიგეთ მეტი
ჩვენი გუნდი
პარტნიორები
სერვისები
პროექტები
ყველა პროექტის ნახვა
ბლოგი
პირველი ქართველი ქალი არქიტექტორი

ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანი 1905 წლის 15 იანვარს თბილისში დაიბადა. იგი პირველი ქართველი ქალი არქიტექტორია, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა, ქეთევანის გამოკვეთილი ტრადიციული ქართული ხედვა მისი ნაგებობების უამრავ ორნამენტსა და დეკორატიულ შტრიხში შეიმჩნევა. ამასთანავე, მის ნაშრომებში ხშირად იგრძნობა პერიოდისათვის სახასიათო საბჭოთა მოდერნიზმის მცირედი ინსპირაცია და გავლენა.

ქეთევანს ეკუთვნის ისეთი პროექტები, როგორიცაა პირველი ჩაის ქარხანა ჩაქვში, საცხოვრებელი სახლები ილია ჭავჭავაძის გამზირსა და ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე და სხვა პროექტები.

ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანი 1988 წლის 26 აგვისტოს, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული არქიტექტურის განვითარებაში და თავი დამკვიდრა საქართველოს ისტორიაში.

 

გაიგეთ მეტი
ქუჩის ფარნების დაარსების ისტორია

პირველი ადამიანი, რომელმაც „ქუჩის ფარნების“ საშუალებით ქალაქის სრული განათების სისტემა შექმნა, გახლდათ ამსტერდამის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელი-იან ვან დერ ჰეიდენი. მან ნიდერლანდების დედაქალაქში XVIII საუკუნეში ქალაქის ხელმძღვანელობას შესთავაზა, რომ ღამის მრავალი დაბრკოლებიდან თავის დასაღწევად ყველაზე კარგი საშუალება „ქუჩის ფარნების“ მთელი ქალაქის მასშტაბით დანერგვა იყო. მერე კი ნიდერლანდებს სხვა ქვეყნებმაც მიბაძეს.

 

 თბილისი XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან ნათდებოდა. ერეკლე მეფეს ძალიან მოსწონდა განათებული თბილისი, ხოლო დღესასწაულებზე მოსახლეობა ღამით ჩირაღდნებითაც უნდა გამოსულიყო. ჩვენს დედაქალაქში XIX საუკუნის 70-იან წლებში 3 200 ფარანი იდგა

 

 მეფარნეების ძეგლებიც მსოფლიოს მრავალ ქალაქში დგას, თბილისს კი ირაკლი წულაძის "მეფარნე" ამშვენებს.

 

 ტექნოლოგიების დახვეწასთან ერთად, დაიხვეწა ფარნების დიზაინი და ფაქტიურად სრულად იქნა ელექტროფიცირებული.

 

 ტურისტების მოსაზიდად ზოგიერთ ქალაქში ფარნებს დღესაც ანთებენ.

 

გაიგეთ მეტი
როგორ მოვრთოთ ინტერიერი ახალი 2022 წლისთვის

ახალი წელი ყველასათვის ერთ-ერთი საყვარელი დღესასწაულია. ამიტომ წინა საახალწლო განწყობის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. ამისათვის კი საჭიროა ჯადოსნური გარემოს მოწყობა.

 

 2022 წლისთვის აქტუალური იქნება ბუნებრივი ფერთა გამა, მაგალითად: ლურჯი, თეთრი, ბუნებრივი ხის ტონალობები, შავი, ნარინჯისფერი, ოქროსფერი ან ვერცხლისფერი. თუ გსურთ ინტერიერში შეიტანოთ მწვანე ფერი, უმჯობესია გამოიყენოთ რუხი მწვანე. ეს ფერი დაგეხმაებათ სიმშვიდისა და ჰარმონიის განცდაში.

 

 სახლის მორთვის დროს არ დაგავიწყდეთ კლასიკური ატრიბუტები, მაგალითად: ნაძვის ხე, გირლანდები, განათება და ა.შ. დანარჩენი აქსესუარები თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. არ დაგავიწყდეთ ვეფხვის თუნდაც პატარა სუვენირის შეტანა დეკორში.

 

 ახალ წელს განსაკუთრებით უხდება სანთლები. გამოიყენეთ რაც შეიძლება მეტი სანთელი და გააფორმეთ სხვადასხვანაირად, ჩადეთ გამჭვირვალე ჭიქებში, ვაზებში ან თუნდაც ქილებში. ჩაყარეთ ფერადი ქვიშა ან კენჭები, გარშემო შემოახვიეთ ნაჭერი ან გააფორმეთ ნაძვის ხის ტოტებით.

 

 ტრენდი, რომელიც უკვე დიდი ხანია არსებობს, არის ძალიან მჭიდროდ და ორნამენტულად მორთული ნაძვის ხე. თუ საჩუქრები არ გყოფნით შეგიძლიათ გააკეთოთ ხელნაკეთი ატრიბუტები.

 

 შობა-ახალი წელი განსაკუთრებით ჯადოსნურია თოვლთან ერთად. ასე რომ, გამოიყენეთ თოვლის იმიტაცია დეკორში.

 

 ჩართეთ სახლის გაფორმებაში ოჯახის წევრებიც, რათა საბოლოო შედეგი სასიამოვნო სიურპრიზად იქცეს.

 

გაიგეთ მეტი
აივნებიანი ქალაქი

 თბილისს განსაკუთრებულ ხიბლს, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში არ კარგავს, სძენს მისი გამორჩეული არქიტექტურა. ამჯერად გვსურს თვალი გადავავლოთ ჩვენი ქალაქის ულამაზეს და შთამბეჭდავ აივნებს.

 

 საცხოვრებელი სახლების ფასადების აივნებით შემკული სახე, რომელთაც თბილისურს უწოდებენ, XIX საუკუნის ორმოციან წლებში ჩამოყალიბდა. ბუნებრივმა გარემომ ძველთაგანვე შეამუშავებინა ადამიანს დერეფნისა და აივნის ბინის გეგმაში ჩართვის აუცილებლობა. ხის გადმოკიდულ აივნებს განსაკუთრებული სიყვარულით ამუშავებდნენ და ეზოს შიდა მხარეს მოთავსებულ აივნებთან შედარებით, მათი მრავალფეროვანი მხატვრული ნიმუში შექმნეს. სწორედ ეს აივნები ამშვენებდნენ თბილისურ მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებს. ამასთან ერთად კი აივნები ყოველდღიურ ქუჩის ცხოვრების წიაღშიც იჭრებოდნენ. აივანზე გამოსული შეიძლებოდა ქუჩაში მომხდარი ყოველი ამბის მონაწილე გამხდარიყო.

 

 აივნების ორნამენტები და დეტალები წარმოდგენას გვიქმნის თუ სად და როგორ ცხოვრობდა ჩვეულებრივი მოსახლეობა XIX საუკუნის თბილისში. ხშირ შემთხვევაში სწორედ ეს იზიდავს უცხოელ ტურისტებსაც. ისინი დასათვალიერებლად ირჩევენ ადგილებს, სადაც ძველი ორსართულიანი სახლებია მოჩუქურთმებული აივნებით და ლამაზი ეზოებით.

 

 თბილისური ხის აივნები სახლებს სიცოცხლეს მატებდა. წლების მატებასთან ერთად კი იერსახესაც იცვლიდა, მაგრამ მნიშვნელობას არა.

გაიგეთ მეტი